13 288 ახალი შემთხვევა და კიდევ 51 გარდაცვლილი - 19 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 51 ადამიანი, 21 183 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 47 640 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 28 888 ტესტით, ხოლო 18 752 PCR-ით. 18 თებერვალს აიცრა 3 009 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 27,89%-ია, ბოლო 14 დღის - 31,94%-ია, 7 დღის -  30,35%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 539 493 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 369 764 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 822 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი