"არჩევნები მოვა და გვეუბნებიან, გაგიკეთებთო, დამთავრდება და წავლენ... ასეთ დღეში ვართ" | ახალსოფლელში 200-მდე ოჯახს წყალი არ მიეწოდება

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობა შველას ითხოვს პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში, წყალი ორასამდე ოჯახს არ მიეწოდება.

"მოვიწამლებით რა, აქ ბავშვები ცხოვრობენ, ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც არ შეუძლიათ სიარული და ძალიან ცუდ დღეში ვართ. 20 დღეა წყალი არ გვაქვს, ძალიან გაწვალებულები ვართ, რამდენჯერ მივმართეთ, მაგრამ საშველი არ არის ჩვენი", - ამბობენ დევნილები. 

კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სოფელში წყლით სარგებლობის ალტერნატიული საშუალებაც არ აქვთ, რადგან მიმდებარედ მოსახლეობაში ჭებიც არ არის.

"დღეს ხვალ, დღეს ხვალ და გვატყუებენ. როცა არჩევნები მოვა, მოვლენ და გევუბნებიან გაგიკეთებთო, დამთავრდება არჩევნები და წავლენ და ვსო, ვართ ასეთ მდგომარეობაში. ბიუჯეტში ხომ არის დევნილების ფული? მოიტანონ, დაგვიყენონ ახალი რაც გვეკუთვნის, ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენი ფულით ცხოვრობენ ესენი", - აღნიშნავენ ადგილობრივები.  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი