ყაზბეგის გამზირზე, "აქსის თაუერსში" ცოტახნის წინ ევაკუაცია იყო გამოცხადებული. პირველადი ინფორმაციით, შენობაში მცირე ხანძარი გაჩნდა, რაც სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
თანამშრომლები ყვებიან, რომ შიდა სივრცეში კვამლი შეამჩნიეს და ამიტომ ტერიტორია დატოვეს. დაშავებული არავინაა. მათი ცნობით, ცეცხლი სადენებს წაეკიდა.
"ამბობენ, რომ სადენებს წაეკიდა ცეცხლი, მოკლე ჩართვა მოხდა. დიდი ბოლი ამოდის და მოსახლეობა გარეთ ვართ ამის გამო", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.