ნატახტრის ხიდთან ავტომობილი სამ ადამიანს დაეჯახა. ორი მათგანი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ერთი კი - მოპედით.
შემთხვევის შედეგად, სამივე მათგანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.