აზერბაიჯანს კორონავირუსი უტევს - დღეიდან 8 რაიონში მკაცრი კარანტინი ამოქმედდა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანს კორონავირუსი უტევს. ბაქოში და აზებაიჯანის კიდევ რვა რაიონში დღეიდან მკაცრი კარანტინი ამოქმედდა. სამედიცინო საჭიროების გარდა, ქალაქში გასვლა სრულად აიკრძალა. მოსახლეობას სურსათსა და მედიკამენტებს სპეციალური სამსახური მიაწვდის. კარანტინის დროს მოქალაქეები ახლობლების დაკრძალვაზე მისვლას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ნებართვით შეძლებენ.

აზერბაიჯანში  ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 ათასამდეა, სულ გარდაიცვალა 119 პაციენტი.

მსოფლიო სტატისტიკით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 8 მილიონამდეა, გარდაცვლილია 435 ათასზე მეტი პაციენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი