
ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 15-ით გაიზარდა და ქვეყანას 879 კოვიდ ინფიცირებული ჰყავს. აქედან 704 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 14 ადამიანი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულებიდან ორი სამედიცინო პერსონალია. ხუთი პაციენტი საკარანტინე სივრციდან არის, რომლებსაც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ. ასევე, ხუთი პაციენტია საკარანტინე ზონიდან, რომლებსა კონტაქტი ჰქონდათ დადასტურებულ შემთხვევებთან. ინფიცირებული პაციენტებიდან ასევე 1 საბურთალოს წყაროს უკავშირდება, ხოლო ორის წყაროს მოძიება მიმდინარეობს.
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე კოვიდ-კლინიკებში 161 პაციენტს მკურნალობენ. კარანტინშია 2795 პირი, საავადმყოფოებში კი 252 პაციენტს აკვირდებიან.