საქართველოში კორონავირუსის 9 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, 18 770 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 32 470 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 18 284 ტესტით, ხოლო 14 186 PCR-ით. 19 თებერვალს აიცრა 1 524 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 28,95%-ია, ბოლო 14 დღის - 31,5%-ია, 7 დღის - 29,7%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 548 893 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 388 534 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 856 კი გარდაიცვალა.