სისხლიანი გარჩევა დიდუბეში - 3 ადამიანს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული

გამოქვეყნდა:

სისხლიანი გარჩევა დიდუბეში - სამ ახალგაზრდა კაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

დაჭრილებიდან 2 ღუდუშაურში, ერთი კი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში არიან გადაყვანილი. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1994 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულ თ.ბ.-ს თბილისში, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ, მისთვის უცნობ მამაკაცებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის ნიადაგზეც თ.ბ.-მ 3 პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი