"უნდათ, რომ მოსახლეობას მათთან პირდაპირ ურთიერთობა არ ჰქონდეს" - რუსთავის საკრებულოსთვის "ტურნიკეტის" შესაძენად 7 000 ლარი გამოიყო

გამოქვეყნდა:

რუსთავის მუნიციპალიტეტი საკრებულოსთვის "ტურნიკეტს" ყიდულობს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ამისთვის ბიუჯეტიდან 7 093 ლარია გამოყოფილი. 

"ტურნიკეტის" დაყენების შემდეგ, ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში შესვლა მხოლოდ საშვით იქნება შესაძლებელი. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, "ქართული ოცნება" ბარიერს იმისთვის აყენებს, რომ მოსახლეობამ შენობაში თავისუფლად შესვლა ვერ შეძლოს შესვლა და მათ დისკომფორტი არ შეექმნათ.

"ნინო ლაცაბიძემ გადაწყვიტა, ხელოვნური ბარიერი შექმნას რუსთაველებისთვის და საკრებულოს წევრებისთვის ურთიერთობაში. იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს, რუსთაველებს, რომლებსაც არაერთი პრობლემა აქვთ, მოდიან საკრებულოს წევრებთან და ცდილობენ პრობლემების მოგვარებას, გაუმარტივდეთ ეს ურთიერთობა, როგორც ხედავთ, მოულოდნელად მათ გააკეთეს ეს ბარიერები. მათი ნების შესაბამისად იქნება დაშვებული საშვებიც და დაუყოვნებლივ არ ექნებათ საშუალება, ინახულონ საკრებულოს ნებისმიერი წევრი და ძირთადი აქცენტი მაინც გაკეთებული იქნება ნაციონალურ მოძრაობასთან მოსულ რუსთაველებზე", - თქვა ენმ-ის წევრმა, ნანა შატბერაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი