XX საუკუნის გეოპოლიტიკური უდიდესი ტრაგედია იყო საბჭოთა კავშირის დაშლა - ვკითხულობთ მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომის მოხსენებაში.
განცხადების მიხედვით, მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით წარსდგა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ ფაჩულია; მოხსენების თემა იყო: „ქართული გეოპოლიტიკური სკოლის პარადიგმები“. სხდომა გახსნა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. როგორც მომხსენებელმა თავის მოხსენებაში აღნიშნა:
"ჩვენ უნებლიედ ვართ გეოპოლიტიკაში ჩართულები და ამისგან დისტანცირებას ვერასოდეს ვერ მოვახდენთ. ეს არის გარკვეული ერის ინტერესების გატარება კონკრეტულ რეგიონში. მაგალითისთვის ავიღოთ რუსეთი, რომელიც მადნეულის და წიაღისეულის ულევი წყაროა და მისი ინტერესი დიდ ბრიტანეთს აქვს, ასევე ამერიკასაც. XX საუკუნის გეოპოლიტიკური უდიდესი ტრაგედია იყო საბჭოთა კავშირის დაშლა".
ცნობისთვის, სხდომა 2022 წლის 22 იანვარს გაიმართა.