თბილისის მერია 5 მილიონიან სატენდერო ხელშეკრულებას უფორმებს კომპანიას, რომლის სამივე მეწილე სხვადასხვა გზით "ქართულ ოცნებასთანაა" დაკავშირებული. ირკვევა, რომ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, გიორგი პერტაია - ბანკი "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. დანარჩენი ორი მეწილე კი, "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველები არიან.
გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 5 მილიონ ლარს თბილისის მერია კომპანია ქონსთრაქშენ სერვისს გადაუხდის სანაცვლოდ კი კომპანიამ თბილისში ნაპირსამაგრი კედლები უნდა ააშენოს. კომპანია 2012 წელს დაარსდა, 2014 წლიდან დღემდე კი სხვადასხვა უწყებიდან 81 მილიო ლარზე მეტი აქვს ბიუჯეტიდან მიღებული.
მოგებულ ტენდერში კორუფციის ნიშნებს ხედავენ "ოცნების" ოპონენტებიც.
ავტორი: ნინო გიგაური