უყურადღებობის მორიგი მსხვერპლი | 8 წლის გიორგის მეგობრები ოქროყანის გზაზე უსაფრთხო გადასასვლელის მოწყობას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

გასულ კვირას, ოქროყანაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ბავშვის გარდაცვალება აღმოჩნდა რიგით მეოთხე ტრაგედია, რომელიც საავტომობილი გზის ერთსა და იმავე მონაკვეთში მოხდა. ადგილობრივები წლებია აქ უსაფრთხო გადასასვლელის მოწყობას ითხოვენ, იქნება ეს შუქნიშანი თუ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი. 

იმისათვის, რომ 8 წლის ბავშვის გარდაცვალება მხოლოდ ტრაგიკული საგზაო სტატისტიკის ნაწილი არ გახდეს, და რაიმე მაინც უკეთესობისკენ შეიცვალოს ხმას ახლა მისი კლასელები იმაღლებენ. პატარებისა და მათი მშობლების ეს აქტიურობა კი შესაძლოა სამოქალაქო აქტიურობის კარგი პრეცედენტი აღმოჩნდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი