პოლიტპატიმარ გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე დღეს დაცვის მხარის სამ მოწმეს დაკითხავენ. მათ შორის იქნებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც გიორგი რურუას დაკავების ღამეს პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდნენ. "ევროპული საქართველოს" წევრები გიორგი რურუას ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობას დაადასტურებენ. ჯერჯერობით უცნობია, რა შეკითხვები ექნება მათთან პროკურატურის წარმომადგენლებს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე საქმის გაყალბებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებს. ადვოკატები რურუას დაკავებას კრიტიკული მედიის დაფუძნებას და ანტისაოკუპაციო აქციების აქტიურ მხარდაჭერას უკავშირებენ.
ბრალდებულის ადვოკატებს უკვე დამტკიცებული აქვთ და საერთოდ, პროკურატურამ დაამტკიცა, ამ ადამიანის უდანაშაულობა. საქმის მასალებით, რაც გამოკვლეული იქნა სისხლის სამართლის საქმეზე, პირდაპირ შეიძლება ითქვას , რომ არაერთი ადამიანი უნდა იქნეს პასუხისგებაში მიცემული იმ გაყალბებისა და ჩადების გამო, რაც ბატონ რურუასთან მიმართებაში იქნა გაკეთებული. თავიდან ბოლომდე საქმე გაყალბებულია. ამას ვერავინ ვერსად ვერ წაუვა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, -ამბობს ადვოკატი, ლევან სამუშია.