საქალაქო სასამართლოში დღეს 5 ივლისის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეისწავლიან.
სხდომაზე რამდენიმე მოწმის გამოკითხვა იგეგმება - მათ შორის მხარეთა შეკითხვებს "ფორმულას" ფოტოგრაფი უპასუხებს. ვახო ქარელს 5 ივლისს რადიკალები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებული დეტალურად ისაუბრებს ძალადობაზე, რომლის მსხვერპლიც გახდა.
პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, ვახო ქარელზე თავდასხმის გამო 2 მოძალადეა დაკავებული.