მოძალადე დაჯგუფებები თბილისში - რა ხდება დედაენის ბაღში?

გამოქვეყნდა:

მოძალადე დაჯგუფებები თბილისში - სოციალურ ქსელში ძალადობის ამსახველ კადრებზე გამოძიება დაიწყო, თუმცა პოლიციას დაკავებული ამ დრომდე არ ჰყავს.

ჯერჯერობით უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება - გამოიკითხა თუ არა საქმეზე ვინმე და ამოღებულია თუ არა ვიდეოკამერების ჩანაწერები. დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით კამერაა დამონტაჟებული. 

უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არ ამბობენ იყვნენ თუ არა პოლიციელები მისული ჩანაწერების ამოსაღებად და გამოკითხეს თუ არა ისინი- "საქმის კურსში საერთოდ არ ვარ",- ამბობს სამსახურის თანამშრომელი. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალადობრივი თავდასხმის შესახებ არაფერი იციან.  რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, ისინი ამბობენ, რომ დაჯგუფების მხრიდან თავდასხმები ყოველდღიურად ხდება, მაგრამ გამოძიების იმედი არ აქვთ, რადგან ამ ჯგუფებს "მწვანე შუქს" ხელისუფლება უნთებს. მათი თქმით, თუ არ იქნება რეაგირება, ისინი აქციებს გამართავენ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელებულ უმძიმეს კადრებში კარგად ჩანს, როგორ უსწორდებიან კრიმინალური დაჯგუფების წევრები მოქალაქეებს. ფიზიკური თავდასხმების შემდეგ კი ვიდეოებს Facebook- ზე ტვირთავენ. მოძალადეების მსხვერპლი ძირითადად არასრულწლოვნები არიან. ბოლო ასეთი შემთხვევა დედაენის ბაღში 16 თებერვალს მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი