"სამეზობლო ატკატი" - როგორია კორუფციული სქემა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის სამეზობლო, თბილისის სხვადახვა უბნებში უკანონო მშენებლობას ახორციელებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვიმა გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა უკანონოდ აშენებულ 8-სართულიან კორპუსზე ვაკეში და კოლმეურნეობაზე, ბარათაშვილზე აშენებულ შენობაზე, რომლის დემონტაჟსაც თავად კახა კალაძე ითხოვდა.
ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობდა, რომ მშენებლობა კოლმეურნეობაზე უკანონოა, დარღვეულია პარამეტრები და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა, კალაძემ კომპანიას მშენებლობის ნებართვა მაინც გაუგრძელა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ გაარკვია ვინ დგას ამ კომპანიის უკან და რატომ ვერ ბედავს მერი უკანონო მშენებლობის დემონტაჟს.
"ერთი ეს არის "ქართული ოცნების" შემომწირველი ბატონი ადამია. ასევე ამ კომპანიაში რუსეთის ორი მოქალაქეა: ვინმე სერგეი ვოლოდინი და ირაკლი ხმალაძე, გაგიკვირდებათ და მისი კარის მეზობელი, ერთი ღობე ჰყოფთ. ხმალაძის ირგვლივ იკვრება წრე - მის მეზობლად ცხოვრობს ოდიშარიას ქვისლი, ლევან გოგსაძე, რომელმაც 30 000-ლარიანი ნაგვის ურნები ჩამოიტანა, ასევე ზურაბ ინასარიძე, რომელიც მათი ბიზნესპარტნიორია და ესეც ხმალაძის მეზობელია. კიდევ ერთი მშენებელია მენი ბენიში - "ქოლცენტრების" საქმის ფიგურანტი და სამშენებლო ბიზნესში ჩართული.
აი ეს წრე თუ მეტყვიან, რომ ხმალაძის მეზობლები შემთხვევით არიან, მაშინ ჩვენ სირაქლემას პოზაში ჩავრგოთ თავი. ამის შემდეგ ხმალაძის დეკლარაციაში რომ გაჩნდა მილიონი მე აღარ მიკვირს, მე შემიძლია, დავასკვნა, რომ ამ კორუფციული გარიგებების ხარჯზე ხმალაძეს აუშენეს სახლი",- ამბობს ლევან ხაბეიშვილი "დღის სტუმრის" ეთერში.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ღია ეთერში ამბობს, რომ თუ მისი ინფორმაცია არასწორია, მაშინ ირაკლი ხმალაძე გამოვიდეს და თავად მოყვეს როგორ აიშენა ლისზე მილიონიანი სასახლე.