თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას! - "მთავარი არხის" დამფუძნებლის პროცესი საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. აქტივისტებს ამერიკელი კონგრესმენების და უცხოელი პარტნიორების წერილები აქვთ გამოფენილი, სადაც ისინი ივანიშვილის ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა თავად გიორგი რურუამ. მან სხდომის დაწყების წინ მიზანმიმართულ დევნაზე ისაუბრა და მის მიმართ წაყენებულ ბრალს აბსურდული უწოდა.
მინდა შევეხო ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ რუსული ხელწერით შექმნილ პროპაგანდას, რომელიც სახელისუფლებო მედიაში ვრცელდება. ებრძოდნენ "ნტვ"-ს, ასეთივე მეთოდებით ებრძვიან კასიანოვს, ნემცოვს, კარამუზას, მაგნიცკის, ესტემიროვას და პოლიტკოვსკაიას. ზოგ ადამიანს დააბრალეს მკვლელობა, ზოგ ადამიანს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გაუვრცელეს, ზოგს პედოფილიაში დასდეს ბრალი. ამით ხელისუფლება ცდილობს დაბნეულობის შემოტანას ჩვენში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აბსურდული ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა და არ ემსახურება სიმართლის დადაგენას,- განაცხადა რურუამ.
ამ წუთებში სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები, "ევროპული საქართელოს" წევრები იკითხებიან. მათაც მიაჩნიათ, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია.