კოვიდ 19-ის მეორე ტალღა - უწყებათაშორისო საბჭომ რეკომენდაციები შეიმუშავა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის მეორე ტალღის თავიდან აცილების გზები - უწყებათაშორისო საბჭომ გარკვეული რეკომენდაციები და რეგულაციები შეიმუშავა. მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ზე ტესტირება უფრო ფართო მასშტაბებს მოიცავს და ის უფრო მეტ ადამიანს ჩაუტარდება. 

მთავრობა შიდა ტურიზმის გახსნის საკითხსაც შეეხო და სასტუმროების ამუშავებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გასცა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან საერთაშორისო ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. განიხილება ფრენისას უსაფრთხოების წესების დაცვის საკითხიც.

მიღებული იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები ტესტირებასთან დაკავშირებით. კიდევ უფრო ფართოვდება, როგორც მოგეხსენებათ, ამას სახელმწიფო ისედაც ახორციელებდა, თუმცა ჩენ კიდევ უფრო ვაფართოვებთ მიზნობრივ ტესტირებას და კიდევ უფრო ვაფართოებთ იმ ჯგუფებს, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ არიან და რომლებიც ეტაპობრივად დაექვემდებარებიან ტესტირებას. იხსნება შიდა ტურიზმი ოფიციალურად და ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტენსიურად მუშაობდა დარგის სპეციალისტებთან ერთად იმაზე, რომ შიდა ტურიზმის გახნისთვის უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული, - განაცხადა მთავრობის ადმინისატრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სასწავლებლებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში სექტემბერში განახლდება. სპეციალისტების თქმით, სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელების საჭიროება აღარ იქნება. ამირან გამყრელიძემ არჩევნების თარიღის გადაწევასთან დაავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არც ამის საჭიროება დგას. გამყრელიძის თქმით, თუკი მოქალაქეები რეკომენდაციებს დაიცავენ, შესაძლოა ეპიდემიის მეორე ტალრა თავიდან ავიცილოთ.

თუ ყველა დავიცავთ ამ რეკომენდაციებს დიდი ალბათობით ჩვენ ამ მეორე ტალღაში შეიძ₾ება არ შევიდეთ. თუ ჩვენ ამ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დიდრექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი