ხმაური 5 ივლისის საქმის სასამართლოზე - ადვოკატმა სხდომა დატოვა 

გამოქვეყნდა:

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მომდინარეობს 5 ივლისის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში.

დღეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი რატი წვერავა იკითხება, ბრალდებული მოძალადეები ყვირილზე  და შეურაცხყოფაზე  მას შემდეგ გადავიდნენ,რაც სასამართლო დარბაზში ფორმულას კორესპონდენტი გამოჩნდა - "არაკაცები",  ასე უწოდა ბრალდებულებს წვერავამ, ამის ფონზე კი დაკავებულების ადვოკატმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

დღესვე დაგეგმილია "მთავარი არხის" ოპერატორის, დათუნა ახალაძის გამოკითხვა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი