საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გიორგი ღიბრაძემ რეგულაციების შემსუბუქებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს საზღვარზე შემოსვლის პირობები მსუბუქდება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც.
"1 მარტიდან საქართველოს საზღვარზე ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო 67 ქვეყნით მხოლოდ, შეძლებს შემოსვლას იმ შემთხვევაშიც კი თუ მას ექნება PCR ტესტი. შესაბამისად უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით: ერთი არის ვაქცინაცია და მეორე PCR ტესტის უარყოფითი პასუხი",- თქვა ღიბრაძემ .
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის დროს თუ არც ვაქცინირებულია და არც PCR ტესტი აქვს, მას ჰქონდა ვალდებულება თვითიზოლაციაში 8 დღით გადასულიყვნენ. ახლა კი თვითიზოლაცია მცირდება 5 დღემდე.
გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში PCR ტესტით შემოდის, ეხსნება მესამე დღეს PCR ტესტის გაკეთების ვალდებულება.