შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება - ამირან გამყრელიძე 

გამოქვეყნდა:

ჩვენ, რომ აცრის მაჩვენებელი გვქონდეს 80%-ზე მეტი, როგორც დანიას, მალტას, პორტუგალიას, ხოლო  ინგლისის მსგავსად 60 % იყოს "ბუსტერით" აცრილები, დღეს თავისუფლად მიიღებდა საბჭო გადაწყვეტილებას, რომ მოხსნილიყო პირბადის ტარების ვალდებულება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. 

გამყრელიძე ამბობს, რომ მთავარი მნიშვნელობა პანდემიის მართვაში თვითშეგნებას ენიჭება და საზოგადოებას "შოლტი და მათრახი" არ უნდა სჭირდებოდეს. 

„ზუსტად 4 დღეში იქნება 2 წელი, რაც კოვიდთან ერთად ვცხოვრობთ. საკმაოდ რთული 2 წელი გავიარეთ. სხვადასხვა მართვის მექანიზმი გამოსცადა კაცობრიობამ და მათ შორის საქართველომაც. ყველა ხომ დავრწმუნდით, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი აღსრულებაში გახლავთ მოსახლეობის თვითშეგნება. პირბადე სავალდებულო არ არის იაპონიასა და სინგაპურში, ტაივანსა თუ სხვა აღმოსავლეთის ქვეყანაში, მაგრამ ყველა ატარებს გარეთაც...შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება",- თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, 12 101 ახალი შემთხვევა და კიდევ 45 გარდაცვლილი -  ასეთია დღევანდელი კოვიდსტატისტიკა საქართველოში. 

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი