სოფელი მეტეხი ლუგარის ლაბორატორიის პასუხებს ელოდება - სოფელში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლი ეპიდემიური აფეთქების საფრთხის წინაშეა - რეგიონში ამ მხრივ არსებული ვითარება ყოველდღიურად უარესდება. დღეს კორონავირუსი დაუფიქსირდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული სანიტრის ოჯახის ოთხ წევრს, რომლებიც ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

სოფელ მეტეხში ამ დრომდე ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. სპეციალისტებს უკვე აღებული აქვთ 18 ნიმუში, რომლებიც უახლოეს საათებში ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. სოფლის მცხოვრებლებს, ჯერჯერობით, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვთ მიღებული. 

კორონა ვირუსის ოთხი ახალი შემთხვევაა შიდა ქართლში-ნფიცირებულები სოფელ მეტეხის მცხოვრებლები არიან, რომლებსაც ნიმუშები გუშინ აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნის შემდეგ, დადებითი პასუხები მოვიდა. მათი ინფიცირების წყარო მათივე ოჯახის წევრია, რომელიც საავადმყოფოში სანიტრად მუშაობს და ცოტა ხნის წინ დაინფიცირდა.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რეგიონში ვირუსის ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი. სოფელი, სადაც 1,200 ოჯახი ცხოვრობს, კვლევის შედეგებს ელოდება. ამ შედეგებზეა დამოკიდებული, განიხილავს თუ არა ხელისუფლებს სოფელ მეტეხის ჩაკეტვის საკითხს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი