"მიმიშვით ამ არაკაცთან" - ძალადობაში ბრალდებული, ჟურნალისტს, სასამართლო დარბაზშიც დაემუქრა

გამოქვეყნდა:

5 ივლისის სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებული სასამართლო დარბაზშიც დაემუქრა "ფორმულას" ჟურნალისტს, რატი წვერავას. ბრალდებულის გაღიზიანება წვერავას ჩვენებამ გამოიწვია  

"ჩვენ არაკაცებს არ ვაშუქებთ. ძალადობრივი მოწოდებების მქონე ადამიანებს არ ვაშუქებთ ეთერში", - თქვა ჟურნალისტმა, რასაც მის მიმართ მუქარა მოჰყვა:

"გამომიშვით 1 წუთით და დამიმატეთ მერე 6 წელი კიდე, მიმიშვით ამ არაკაცთან." მიმართა მოძალადემ წვერავას.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი