რუსთავში, კოსტავას გამზირზე აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" გაავრცელა.
ადგილზე ერთმანეთს BMW-სა და Mercedes-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტომობილი გაზზე მომუშავე იყო და ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ეს გახდა აფეთქების მიზეზი.
ფოტო: "ინფო რუსთავი".