ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ბიზნესმენისა და ყოფილი რწმუნებულის, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი.
ჯემალ ნიაზოვი ამ წუთებში პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ორი მუხლით - 229-ე აფეთქება და 236 - ე მუხლი, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ავტორი: ია გულიაშვილი