ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ლეღვას მონაკვეთზეა შეკრებილი და ავარიული გზის რეაბილიტაციას ითხოვს. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 60 მილიონამდე ლარია გამოყოფილი, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ გზის რეაბილიტაციას ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაჰპირდათ.
აქციას შეუერთდნენ ქობულეთის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც. ისინი აღნიშნავენ, რომ გზის რეაბილიტაციას ხელისუფლების მხრიდან კორუფციული გარიგებები უდგას სათავეში, ვინაიდან, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, "ოცნების" დეპუტატის ლევან დოლიძის ოჯახის წევრს ეკუთვნის.
აღნიშნული მაგისტრალი 1 წელზე მეტია, რაც დაზიანებულია. ადგილობრივებთან ამ დრომდე არ მისულან ხელისუფლების წარმომადგენლები.