"სპორტის პოლიტიზირება არ არის კაი" - რაგბის კავშირი უკრაინული ბანერის მოხსნას რაგბი ევროპის რეგულაციებს უკავშირებს

გამოქვეყნდა:

"სპორტის პოლიტიზირება არ არის კაი" - აცხადებს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე "მთავარ არხთან" საუბარში უკრაინული ბანერის მოხსნასთან დაკავშირებით.

რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას რაგბი ევროპის მოთხოვნას უკავშირებს და ამბობს, რომ ორგანიზაციას თავის რეგულაციები აქვს, რომლის დარღვევამაც შესაძლოა მკაცრი სანქციები გამოიწვიოს.

რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, ბაჩო ხურციძის განმარტებით, ევროპული რაგბის მმართველმა ორგანომ ქართველი მორაგბეების არჩილ ტატუნაშვილის გამოსახულებით მაისურებით მოედანზე გამოსვლის შემდეგ, გარკვეული პოლიტიკური აკრძალვები დააწესა.

შეგახსენებთ, საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩი თბილისში, კვირას, 27 თებერვალს გაიმართება. უკრაინაში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად უკრაინულ ენაზე ბანერი გუშინ გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა. გადაწყვეტილების მიზეზად სწორედ რაგბი ევროპის მოთხოვნას ასახელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი