"ბუსტერით აცრას არ ვაპირებ, აზრი არ აქვს" - ამის შესახებ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს და ანტივაქსერულ მოწოდებებს განაგრძობს.
"ორჯერ ვარ აცრილი, ბუსტერით არ ვაპირებ, აზრი არ აქვს. ომიკრონს გადატანილი, ამერიკელ და ევროპელ მეცნიერებს დავეყრდნობი, უფრო მაღალი იმუნიტეტის მქონეა, ვიდრე ბუსტერის მქონე... უფრო მეტს გეტყვით, "იყო ერთი მინისტრი, 4-ჯერ აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა ომიკრონი... მაშინ თქვენ ამიხსენით ახლა რა ხდება, ვარ თუ არა მართალი," - თქვა ღარიბაშვილმა.