ეპიდემიოლოგებმა სოფელ მეტეხში მუშაობა დაასრულეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის ორგანოზაციის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩილავას განცხადებით, მათ ინფიცირებული ოჯახის 5 წევრის კონტაქტები შეისწავლეს და 32 ნიმუშს გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში აგზავნიან.
კოვიდ 19 ინფიცირებული სანიტრის ოჯახის 4 წევრს დღეს დაუდასტურდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.
ყველა მათგანი კორონავირუსის უსიმპტომო მატარებელია და ბოლო დროს შეხება მეზობლებთანაც ჰქონდათ.
როგორც რეგიონის ხელისუფლებაში ამბობენ, სწორედ ახალი ნიმუშების პასუხებზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა მთავრობა მეტეხში დამატებითი რეგულაციების ამოქმედებაზე. ეპიდემიოლოგებს სოფლის ჩაკეტვის რეკომენდაცია ჯერ არ გაუციათ.
ლუგარის ლაბორატორიაში რეგიონიდან საერთო ჯამში დღეს 67 ნიმუში გაიგზავნება, პასუხები კი ხვალ დილით გახდება ცნობილი. შიდა ქართლში ბოლო 4 დღის განმავლობაში კოვიდინფიცირების 9 შემთხვევა დასტურდება.