გიორგი გაბუნიას მკვლელობა კადიროვის დავალებით - დაგემგმილი ლიკვიდაციის დეტალები

გამოქვეყნდა:

თბილისში "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა. მკვლელობის დამკვეთი, ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია.

დაქირავებული ქილერი სუს-მა ქავთარაძის ქუჩაზე, "დრიმ თაუნის" საცხოვრებელ კომპლექსში ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანა.

დაკავებული ვასამბეკ ბიკოვია, რომელიც თბილისში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული და მისი სამიზნე გიორგი გაბუნია იყო, მკვლელობა კი უკრაინის ტეროტორიაზე დაიგეგმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ამ დრომდე დუმს. 

ჟურნალისტის ლიკვიდაცია კი შურისძიების მიზნით იგეგმებოდა. "მთავარი არხს" წყარო სპეცსამსახურებიდან უყვება, რომ  თავდასხმა გიორგი გაბუნიას მიერ, ვლადიმერ პუტინის მისამართით გადაცემა "პოსტ სკრიპტუმში" გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.

მთავარი ფაქტორი კი, რომელმაც ლიკვიდაციის გეგმა ჩაშალა კორონავირუსის ეპიდემია, საგანგებო მდგომარეობა და უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ქართველი კოლეგებისთვის მიწოდებული ინფორმაცია გახდა. 

როგორც "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მან ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიიღო ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ გარკვეული ქმედება მზადდებოდა, შესაბამისად მან ჟურნალისტის დაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო:

თვეების განმავლობაში გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდნენ. ჩვენ იმთავითვე გავალძიერეთ დაცვა...უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოსთვის შეუტყობინებლად და ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველო არ არის სანდრო პარტნიორი, როცა გამოძიება მიმდინარეობს რუსეთის მოქალაქეების წინაარმდეგ - განაცხადა ნიკა გვარამიამ 

თავად გიორგი გაბუნიას თქმით,  თვალთავალის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მას არ ჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ მისმა დაცვამ ბოლო პერიოდში შეამჩნია, რომ მიყურადებას ჰქონდა ადგილი.

დაცვამ ყურადღება გაამახვილა და ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება. ორ წელიწადზე მეტია რაც დაცვა მყავდა, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. განსაკუთერბით მას შემდგ რაც კადიროვს არც დაუმალავს და ჩემი გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ვინმე სამდე შემხვდებოდა და რამე დამემარეთბოდა - ამბობს გიორგი გაბუნია.

დაკავებული ბიკოვის ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი. მისი დაცვის ქვეშ მყოფს კი ადვოკატის თქმით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებას ედავებიან.

გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა პანკისის ხეობის უხუცესისთვის. ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის პარალელურად, სუს-მა ჩხრეკა ჩაატარა ხასო ხანგოშვილის სახლში. ხანგოშვილი ამბობს, რომ დაკავებული მისი შვილის მეგობარია და მათ სახლშიც იმყოფებოდა. უხუცესი ამბობს, რომ რას საქმიანობდა ბიკოვი კონკრეტულად, მისთვის ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ გახმაურებული სპეცოპერაცია თბილისში, პარასკევს ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარდა. "დრიმ თაუნის" საცხოვრებელ კომპლექსში, დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სუს-მა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი აიყვანა. 

აჰმედის სახელით ცნობილი მამაკაცი რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბიკოვი აღმოჩნდა, რომელიც თბილისში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი