"ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა" - გიორგი გაბუნიას პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

მე თვითონ ინფორმაციას არ ვფლობდი ამის შესახებ, მაგრამ ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი ჩემზე მიმდინარეობდა - გიორგი გაბუნია მასზე დაგეგმილ თავდასხმასთან და შეკვეთილ მკველობასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. 

დაცვამ ყურადღება გაამახვილა და ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება. ორ წელიწადზე მეტია, რაც დაცვა მყავდა, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კადიროვს არც დაუმალავს და ჩემი გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ვინმე სადმე შემხვდებოდა და რამე დამემართებოდა - ამბობს გიორგი გაბუნია.

ქავთარაძის ქუჩაზე, სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბიკოვი საქართველოს დედაქალაქში კონკრეტული დავალებით - გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის იყო ჩამოსული. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, დავალება მან ჩეჩნეთის ლიდერისგან, რამზან კადიროვისგან მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გახმაურებული სპეცოპერაცია თბილისში, პარასკევს ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარდა. "დრიმ თაუნის" საცხოვრებელ კომპლექსში, დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სუს-მა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი აიყვანა. 

აჰმედის სახელით ცნობილი მამაკაცი რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბიკოვი აღმოჩნდა, რომელიც თბილისში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი