ისევ გვისმენენ - სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს დაადასტურა, რომ ქვეყანაში უკანონო მიყურადება არ შეწყვეტილა. ლონდა თოლორაიას ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქუჩებში, სხვადასხვა კერძო ობიექტებზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები მოქალაქეების მოძრაობასთან ერთად, მათ საუბრებსაც სრულად იწერს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსმენების ზრდასთან ერთად, გაზრდილია მოსახლეობის მიმართვიანობის რიცხვიც.
საქართველოში ადამიანების უფლებების უხეშ დარჩვევაზე საუბრობენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ სახელმწიფო ინპექტორის ანგარიშში ასახული მძიმე რეალობა მოსახლეობისთვის სიახლე არ არის და სისტემური პრობლემა გაცილებით მასშტაბურია. ჩადენილი სისტემური დანაშაულების სიმრავლის მიუხედავად კი, უცნობია ვინ დაისაჯა ჩადენილი დანაშაულებისთვის და სასჯელის რა ფორმა დაწესდა მათ წინააღმდეგ.
"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან თვალთვალისა და მიყურადების ინტერესი დღითიდღე იზრდება. ეკა ბესელია თქმით, ინსპექტორის მხრიდან დანაშაულების რაოდენობის გასაჯაროვების მაგივრად, ლონდა თოლორაია დამნაშავეთა სტატისტიკაზე უნდა საუბრობდეს, რომლებიც ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიეცნენ.
სახელმიწიფო ინსპექტორის ანგარიშში საუბარია საჯარო სკოლებში მოზარდებზე განხორციელებულ არასწორ თვალთვალსა და მიყურადების გაზრდის შემთხვევებზეც, რომლის მიხედვით 2019 წელს საგანმანათლებლო დაწესებულებების სველ წერტილებში, დერეფნებსა და საპირფარეშოებში მოზარდებზე თვალთვალის შემთხვევები მკვეთრად გაზრდილია. ლონდა თოლორაიამ ხმაურიან ანგარიშში დაღუპული ლუკა სირაძის საქმეზეც ისაუბრა.
ლონდა თოლორაიამ, მოზარდის თვითმკველობის შემდეგ, დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს. სახელმწიფო ინსპექტორი დარწმუნებულია, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.