პოეტ კოტე ყუბანეიშვილის სახელით სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შეიქმნა, სადაც პოლიტიკოსებზე უხამსი შინაარსის ლექსები ქვეყნდება. ყუბანეიშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ე.წ. ბოტები მოქმედებენ და საზოგადოება შეცდომაში მიზანმიმართულად შეყავთ.
პოეტი ამ ფაქტს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.
ლექსებს წერენ, ვთქვათ, მოვლენებზე და ვიღაცა პიროვნებებზე, შეიძლება გიგი უგუალავამდე მივიდეთ, მანამდე შეიძლება კალაძეზეც, ბიძინაზეც, ვიღაცაზეც... თან ცუდი ლექსებია...მნიშვნელობით ხომ ცუდია, რა თქმა უნდა, და შესრულებაც ცუდია. ვისაც ჩემი ლექსები მოსწონს, ან ჩემი შემოქმედება, თუ რა დავარქვა არ ვიცი, ის მიხვდება უცებ, რომ მე არ ვარ, მაგრამ რამდენია ვინც ვერ ხვდება, - ამბობს ყუვანეიშვილი.