
დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. დღეის მონაცემებით გამოჯანმრთელებულია კიდევ 20 ადამიანი.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მოსახლეობას მოუწოდებს, კვლავ სიფრთხილე გამოიჩინონ და მთავრობის დაწესებულ რეგულაციებს დაემორჩილონ. იგი ხაზს უსვამს პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანცირების საკითხის მნიშვნელობას.
საქართველოში ამ დროისთვის სულ კოვიდ 19-ის 879 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელდა 724 და გარდაიცვალა 14 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2.710, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 267 ადამიანი.
კორონავირუსის სტატისტიკა: