შიდა ქართლში კორონავირუსის აფეთქება არ მოხდა - გუშინ ლუგარში გაგზავნილი 67 ნიმუშიდან პასუხი ყველაზე უარყოფითია

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლიდან  ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი ნიმუშების პასუხები უარყოფითია. 

ამ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციია ადასტურებს. პრესსამსახურის ცნობით, სულ გაგზავნილი იყო 67 ნიმუში, მათ შორის სოფელ მეტეხიდან, სადაც ერთი ოჯახის ხუთი წევრია ინფიცირებული.

შეგახსენებთ, 9 ივნისიდან დღემდე შიდა ქართლში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული. მეტეხში კორონას 5 შემთხვევაა გამოვლენილი, მირიანში 1, გორში 2, ხოლო ხიდისთავში - 1.

კორონავირუსის სტატისტიკა ქვეყანაში ასეთია: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 879
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 724
  • მათ შორის გარდაცვლილი - 14
  • კარანტინის რეჟიმში - 2710
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი