„დამემუქრნენ სიცოცხლის ხელყოფით, „დამარხვით“, „დასამარებით“ - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

გამოქვეყნდა:

თავდასხმა შურისძიების და დაშინების მიზნით - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ბოლოდროინდელ დევნას საპატრიარქოს მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს.

თეოლოგის მტკიცებით, უკვე 48 საათია, ის დევნის ობიექტია. მისი თქმით, საპატრიარქოს კრიტიკის გამო მასზე ჯერ თავდასხმა, დღეს გამთენიისას კი მის სახლში შეღწევა სცადეს.  საფრთხის გამო გიორგი ტიგინაშვილმა ოჯახი სხვა საცხოვრებელ მისამართზე გადაიყვანა. 

პირველად თავდასხმა გიორგი ტიგინაშვილზე მეუფე პეტრეს საცხოვრებელ სახლთან სცადეს, სასულიერო პირთან სტუმრობის შემდეგ ტიგინაშვილს ჩასაფრება ვარკეთილის დასახლებაში მოუწყეს, სადაც აგინეს და ჭიქა ესროლეს. თავდასხმას წინ უძღოდა მუქარის წერილები, რომელსაც საპატრიარქოს კრიტიკის გამო გიორგი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელით იღებს. 

„მწერდნენ, რატომ ვაკრიტიკებდი საპატრიარქოს, რატომ ვაკრიტიკებდი კათოლიკოს-პატრიარქს, ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე რატომ ვლაპარაკობდი... დამემუქრნენ სიცოცხლის ხელყოფით, „დამარხვით“,დასამარებით“ - აცხადებს ტიგინაშვილი.

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი დევნის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც საპატრიარქოს დაუპირისპირდა, შიდა კლანური მმართველობის შესახებ ღია საუბარი დაიწყო და მხარდაჭერა მეუფე პეტრეს გამოუცხადა.

სასულიერო პირი, რომელსაც წმინდა სინოდის ხმაური სხდომის შემდეგ მღვდელმთავრის სტატუსი ჩამოართვეს, ამბობს, რომ რეპრესიული მანქანა განსხვავებული აზრის წინააღეგ ამუშავდა. 

გიორგი ტიგინაშვილი პოლიციის თანამშრომლებმა უკვე გამოკითხეს. თეოლოგმა სამართალდამცველებს ის პირებიც აღუწერა, ვინც მას თავს დაესხა და მუქარის შემცველი შეტყობინებებიც გადასცა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ქურდობისა და მუქარის მუხლებით დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი