პანდემიის დროს ჩაკეტილმა საზღვრებმა ავტომანქანებით იმპორტიორებს პრობლემები შეუქმნა. რუსთავის ბაზრობაზე მანქანების გაყიდვა შეჩერდა, მოვაჭრეებს კი საბანკო ვალდებულებები აქვთ შესასრულებელი.
ავტოიმპორტიორები უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში არიან და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. ისინი ხელისუფლებას წლის ბოლომდე განბაჟების გადავადებას სთხოვენ, რადგან თუ მანქანებს ვერ გაყიდიან, დაკისრებული ჯარიმების გადახდას ვერ შეძლებენ, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.
ავტოიმპორტიორებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე შეხვდა.
პანდემიის გამო, ავტოიმპორტის ბიზნესს ძალიან გაუჭირდა. სახელმწიფომ 1 აპრილამდე შემოყვანილ მანქანებს გადაუვადა განბაჟების ვადა. არ აქვს მნიშვნელობა, მანქანა როდის არის შემოყვანილი. ავტოიმპორტიორთა მოთხოვნაა, რომ მათ ყველას წლის ბოლომდე გადაუვადდეთ განბაჟება, რადგან ეს კიდევ დამატებით ტვირთად აწვება მათ ისედაც გაჭრვებულ ბიზნესს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ნაცვლად საკუთარი სამშენებლო კომპანიების დახმარებისა, დაეხმაროს რეალურად, იმ ადამიანებს, ვისაც მაღთლა უჭირს, - განაცხადა კირკიტაძემ.