ტრამპმა გაეროში აშშ-ის ელჩად მაიკ უოლცი წარადგინა, დროებით, მის მოვალეობას რუბიო შეასრულებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაიკ უოლცი გაეროში შეერთებული შტატების ელჩად წარადგინა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. 

ტრამპის ცნობითვე, უოლცის ადგილას, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად დროებით სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმუშავებს. 

"სიხარულით გაცნობებთ, რომ მაიკ უოლცს წარვადგენ გაეროში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად. საბრძოლო ველზე, კონგრესში და ჩემი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად ყოფნის დროიდან, მაიკ უოლცი დიდი მონდომებით მუშაობდა ჩვენი ერის ინტერესების პირველ ადგილზე დასაყენებლად. ვიცი, რომ ის იგივეს გააკეთებს თავის ახალ თანამდებობაზეც. ამასობაში, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად იმუშავებს და სახელმწიფო დეპარტამენტში მტკიცე ლიდერობას გააგრძელებს. ერთად ჩვენ დაუღალავად გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა ამერიკა და მსოფლიო კვლავ უსაფრთხო გახდეს. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!" - წერს ტრამპი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი