ზელენსკის განცხადებით, მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ვატიკანში, მასსა და ტრამპს შორის გამართული შეხვედრის "პირველი შედეგია"

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ს და უკრაინას შორის მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერა, გასულ შაბათ-კვირას, ვატიკანში ქვეყნის ლიდერების შეხვედრის "პირველი შედეგია". 

ლიდერებმა 26 აპლის რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვამდე მოკლე შეხვედრა გამართეს. ზელენსკის თქმით, ვატიკანში შეხვედრის დროს მან ტრამპს "შეთანხმების დადებაზე მზადყოფნის შესახებ" განუცხადა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინერალების შესახებ შეთანხმებას "ჭეშმარიტად თანასწორი შეთანხმება" უწოდა, რომელიც "ინვესტიციების შესაძლებლობას ქმნის" და უკრაინული დელეგაცია შეაქო, რომელიც მოლაპარაკებებზე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი 30 აპრილს მოეწერა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი