5 ივლისის მოძალადეები ჟურნალისტებზე სასამართლოს ეზოშიც ძალადობენ - დაჯგუფების წევრები ისევ იმუქრებიან

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები, ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი რატი წვერავა და "მთავარი არხის" ოპერატორი, დათუნა ახალაძე გამოიკითხნენ.

გამოკითხვაზე მისულ მოწმეებს ბრალდებულების ადვოკატები პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდნენ და ამ ფორმით ცდილობდნენ მათთვის სასურველი პასუხის მიღებას. პროცესის დასრულების შემდეგ კი "ფორმულას" ჟურნალისტს რადიკალური დაჯგუფებების წევრები სასამართლოს ეზოში დახვდნენ, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემის საშუალება არ მისცეს. 

მოძალადეების მხრიდან ისმოდა მუქარაც: "სულ ესე ვერ იცხოვრებთ, სულ დაცვა ვერ გაგაცილებთ ხალხო", - მიმართეს ჟურნალისტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი