ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის ახალი შემთხვევები საკარანტინე ზონაში დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ ცხინვალში კორონა ვირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევები კარანტინში მყოფ მოქალაქეებს დაუდასტურდათ. ამ დროისთვის ოკუპირებულ ცხინვალში კორონა ვირუსით ინფიცირებულ 78 პაციენტს მკურნალობენ, მათგან რამდენიმე მედიკოსია.

განსხვავებული მდგომარეობაა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც კორონა ვირუსით საკარანტინო ზონაში მყოფი მხოლოდ ერთი ჯარისკაცი დაინფიცირდა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყარო რუსეთიდან დაბრუნებული ჯარისკაცები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი