
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სამი ახალი შემთხვევიდან ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომლებიც სატვირთო მანქანის მძღოლები არიან, ერთი კი საქართველოს მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ ბებიისგან დაინფიცირდა. სამივე პაციენტის მდგომარეობას საშუალო სიმძიმისაა:
„ამ ეტაპისთვის 3 დადებითი პასუხია დაფიქსირებული, აქიდან 2 არის 60-წლამდე ასაკის მამაკაცი, ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, სატრანზიტო ავტოსაგზაო საშუალებით მოძრაობდნენ, საზღვარზე დაფიქსირდა მათთან სწრაფი ტესტით დადებითი პასუხი, რის შემდეგაც გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში და უკვე ჩვენთან PCR კვლევით დადასტურდა ორივე შემთხვევაში კოვიდი. ერთი არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც ასევე დადასტურდა კოვიდი" განაცხადა ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ახალგაზრდა ამჯამად მცხეთის სამედიცინო ცენტრში აგრძელებს მკურნალობას. ამავე საავადმყოფოში იმყოფება მისი ბებიაც
მისი ბებია ამჟამად მკურნალობს იგივე კლინიკაში, სადაც თვითონ არის გადაყვანილი, ანუ პირველწყარო ბებია იყო, რაც ჩემთვის არის ცნობილი - ამბობს მარეხი ბექაია.
ქვეყნის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 882-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 724 პაციენტი.