
საქართველოში დღეს კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეის მონაცემებით გამოჯანმრთელებულია კიდევ შვიდი ადამიანი.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევებიდან 2 პირს ჰქონდა დაავადებულთან კონტაქტი, 6-ს კი - ვირუსი საკარანტინო სივრცეში აღმოაჩნდა. აქედან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთი შემთხვევის წყარო უცნობია და მისი მოძიება გრძელდება.
დღესდღეობით კოვიდ ცენტრებში 143 ადამიანი მკურნალობს. ერთ-ერთ ინფიცირებულს მძიმე პნევმონია აღენიშნება, მაგრამ მისი მდგომარეობა მკვეთრადაა გაუმჯობესებული.
საქართველოში ამ დროისთვის სულ COVID_19-ის 888 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელდა 731 და გარდაიცვალა 14 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2.710, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 267 ადამიანი.
კორონავირუსის სტატისტიკა: