თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე 2 ადამიანი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

სისხლიანი გარჩევა თბილისში - გვიან ღამით, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე მომხდარის დაპირისპირებისას 2 ადამიანი დაჭრეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ მათგანს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, მეორეს კი ცივი იარაღით.

ადგილობრივების მტკიცებით, შემთხვევა ტაქსიში მსხდომ ადამიანებს შორის მოხდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი