გიგი უგულავას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

გამოქვეყნდა:

სცემა თუ არა გიგი უგულავამ ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილს - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა ჩანიშნული.

გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვით წარდგა. სიტყვის უფლების ისარგებლა თავად, ბრალდებულმაც.

თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას ევროპის ჩემპიონ საბა გავაშელიშვილზე ძალადობას ედავებიან. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა. 

გიგი უგულავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი