სასამართლომ "ძიუდოისტის ცემის" საქმეზე გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ, "ძიუდოისტის ცემის" საქმეზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო.

გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა:

"მოცემული ტიპის საქმეებზე, ვგულისხმობ ძალადობის საქმეებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტის დაწყების საკითხს - ვინ დაიწყო კონფლიქტი, ვინ დაიწყო პირველმა ფიზიკური დაპირისპირება და ასე შემდეგ, რათა დადგინდეს კონკრეტული პირი დაპირისპირების დროს იმყოფებოდა თავდასხმით მდგომარეობაში თუ თავდაცვით მდგომარეობაში.

კონფლიქტის არსებობას ორივე მხარე ადასტურებთ. ასევე, ამ დაპირისპირების დროს ურთიერთმისამართით ფიზიკური დარტყმების განხორციელებას ორივე მხარე ადასტურებთ, რაც ასევე დადასტურებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით. კერძოდ, ბადრი გავაშელიშვილსაც აღენიშნება სახეზე ფიზიკური დაზიანება და თავის მხრივ გიორგი უგულავასაც. აქედან გამომდინარე, მხარეების მიერ განვითარებული ვერსიებიდან რომელია სინამდვილის შესატყვისი, ამის გადასაწყვეტად სასამართლოს სჭირდება დამატებითი ნეიტრალური მტკიცებულებები. ასეთი დამატებითი მტკიცებულებები არ იქნა სასამართლოში წარმოდგენილი.

ასეთი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, თქვენს მიერ განვითარებული ვერსიები რჩება ვერსიებად, ვარაუდის დონეზე და ყოველგვარი ვარაუდი მოგეხსენებათ უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, გიორგი უგულავა წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ", - თქვა მოსამართლემ. 

ცნობისთვის, თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას გამოძიება ევროპის ჩემპიონ - საბა გავაშელიშვილზე ძალადობას ედავება. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი