გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 35 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. შელაპარაკება გვიან ღამით მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მოკლულ ვალერი სიბაშვილს დაზიანებები გულ-მკერდის, თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.
ადგილობრივებმა "მთავარ არხს" აცნობეს, რომ კაცს გურჯაანში მცხოვრებმა პირებმა ავტომობილით გადაუარეს. დაშავებული გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსის" საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ფაქტზე დაკავებულია 1 პირი.
ავტორი: ია გულიაშვილი.