მოძალადე არის გავაშელიშვილი და დამნაშავე არის ის, ვინც მას დავალება მისცა - უგულავა

გამოქვეყნდა:

"მოძალადე არის გავაშელიშვილი, რომელიც დავალებით მოვიდა იქ და დამნაშავე არის ის, ვინც მას დავალება მისცა", - ამბობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც "ძიუდოისტის ცემის" საქმეზე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ იყო.

"სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ რომელიმე მხარემ ასე ვთქვათ, ერთმანეთი გალახა და შესაბამისად, თუ ვერ დაადგინა, ბრალდებულის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი, კონსტიტუცია მოითხოვს ამას. მე მაინც მგონია, რომ ეს არანაირი მართლმსაჯულების ზეიმი არ არის. მოძალადე არის გავაშელიშვილი, რომელიც დავალებით მოვიდა იქ და დამნაშავე არის ის, ვინც მას დავალება მისცა. ამაზე მართლმსაჯულება დუმს. ეს არის მთავარი პრობლემა. ეგ არარაობა და მისი მეგობარი მე საერთოდ არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს, ვინ მისცა დავალება", - თქვა გიგი უგულავამ. 

პროცესის შემდეგ მედიასთან კომენტარი ბრალდების მხარის წარმომადგენელმაც გააკეთა. პროკურორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი