საქართველოს საბანკო სისტემა Мир-ის სისტემაში ჩართული არ არის და ერთ დღეში ვერ ჩაერთვება - ბანკების ასოციაცია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე, ამბობს, რომ საქართველო არ არის მიერთებული რუსული "მირის" საბანკო სისტემაზე და პროცედურულად სისტემაში ჩართვა  ერთ დღეში ვერ მოხერხდება.

"საქართველოში საბანკო სისტემა დღეის მდგომარეობით, Мир-ის საპროცესინგო სისტემაში არ არის ჩართული. საბანკო სისტემაზე ცალსახად შემიძლია ვთქვა, ჩემი ინფორმაციით მთლიანად საფინანსო სისტემა საქართველოში რეგისტრირებული რაც არის არცერთი ჩართული არ არის Мир-ის სისტემაში. 

ერთ დღეში ვერ ჩაერთვება... პროცედურულად 1 საათში ვერ გამართავს სისტემას, რომ Мир-ში ჩაერთოს". - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ავიახაზების ხელმძღვანელის, თამაზ გაიაშვილი გადაწყვეტილებით," ჯორჯიან ეარვეისმა"  რუსი მოქალაქეებისთვის გადახდის სისტემაში რუსული " Мир"-ი დაამატა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი