"ჯორჯიან ეარვეისი" რუსი მოქალაქეებისთვის გადახდის სისტემაში რუსულ Мир-ს ამატებს. მას შემდეგ, რაც დასავლეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა, "მასტერქარდმა" და "ვიზამ" კი რუსეთი დატოვეს, საბანკო სისტემა "მირი" ტრანზაქციის ერთადერთი საშუალებაა.

საქართველოს ავიახაზების ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის პირადი სარგებელია.

"ჩვენ არაფერს ვერ ვამატებთ რა, გვაქვს ბანკებში ანგარიში გახსნილი, ბანკი რით აკეთებს ანგარიშსწორებას მე არ ვიცი. ჩვენ გადაწყვეტილება არაა, ჩვენ გვაქვს ბანკებში ანგარიშები გახსნილი, მერე ისინი რითი იღებენ ბილეთში ფულს, ეგ ჩვენი საქმე არ არის", - ამბობს თამაზ გაიაშვილი. 

გაიაშვილმა გუშინ "რადიო თავისუფლებასთან" თქვა, რომ სანქციებს არ უერთდება და არც არანაირი ვალდებულება არ აქვს შეუერთდეს. მისივე თქმით, თუ შეუკვეთავენ, რუსეთიდან პირდაპირ რეისებზეც არ იტყვის უარს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი